დავით ბაქრაძე - მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუყონებლივ ჩაერიოს და გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება ნიკა მელიას უსწრაფესად გასათავისუფლებლად

როგორც უმცირესობის ლიდერი, მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვ, დაუყონებლივ ჩაერიოს და გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება ნიკა მელიას უსწრაფესად გასათავისუფლებლად, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და დეპუტატ ნიკა მელიას დაკავებას.

დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია გამოხატვის და პროტესტის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.

მისივე თქმით, ქუჩის ფეხით სავალ ნაწილზე განლაგებული კარვების აღება წესრიგის დამყარების მოტივით ვერანაირად ვერ გამართლდება.

“კარვების დაშლა შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ საზოგადოების დაშინებას ძალის ჩვენებით და ამ გზით სამართლიანი საპროტესტო მუხტის ჩახშობას, რომელიც ქვეყანაში ზაზა სარალძის საქმესთან დაკავშირებით არსებობს. „ევროპული საქართველო“ კატეგორიულად გმობს პარლამენტის წევრის უკანონო დაკავებას, პარლამენტის ნებართვის გარეშე. როგორც უმცირესობის ლიდერი, მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვ დაუყონებლივ ჩაერიოს და გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება ნიკა მელიას უსწრაფესად გასათავისუფლებლად. ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებებმა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა ძირეული ცვლილებების და უსამართლო სისტემის დანგრევის აუცილებლობა, რასაც ითხოვს ზაზა სარალიძე და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც საპარლამენტო უმცირესობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს და უსამართლო სისტემა დაინგრეს“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა