ლევან ხაბეიშვილი - შსს-ს პროფესიონალიზმი იქამდე მივიდა, რომ თქვეს, ხაბეიშვილი დავაკავეთო და მე აქ ვარ, არც ერთი წუთით ტერიტორიიდან არ გავსულვარ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პროფესიონალიზმი იქამდე მივიდა, რომ ნიკა მელიაზე თქვეს არ დაგვიკავებიაო და ათობით კამერამ გადაიღო, როგორ წაათრიეს და ჩატენეს მანქანაში, ხაბეიშვილი დავაკავეთო და აქ ვარ, არც ერთი წუთით ამ ტერიტორიიდან არ გავსულვარ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შსს-ს ბრიფინგზე წაიკითხეს იმ დაკავებული პირების გვარები, რომელთა სიაც წინასწარ ჰქონდათ გადაცემული.

"შსს-მ სავარაუდოდ წაიკითხა ის სია, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გადაცემული, თუ ვინ უნდა დაეკავებინათ. აღმოჩნდა, რომ ხაბეიშვილზე უთხრეს დააკავეთო და არ დავუკავებივარ. იქ რომ შარვალ-კოსტიუმი ჩაიცვა კაცმა და მოყვა, ხაბეიშვილი დავაკავეო, საიდან და ვინ დაუწერა, რომ მე ვიყავი იმ სიაში, მართლა ვერ გავარკვიე. ეს ხალხი თუ ასე მუშაობს და ასე აპირებს ამ საქმეების გამოძიებას, რა თქმა უნდა ვერასდროს ბოლოში ვერ გავლენ.

აქვე მინდა ვთქვა, რომ საქმე ხაბეიშვილის და მელიას დაკავებაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ კონკრეტული მკვლელები არიან დასასჯელები და მათ რომ მშვიდად სძინავთ სახლში, შვილმკვდარი მამები ღამეს კარავში ათენებენ. შსს-ში კი ბრიყვები რომ არიან, დადასტურდა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო