ირაკლი კობახიძე - შს მინისტრისგან მივიღე განმარტება, რომ რუსთაველის გამზირიდან ნიკა მელიას განრიდება მოხდა, რათა აღკვეთილიყო სამართალდარღვევა

შინაგან საქმეთა მინისტრისგან მივიღე განმარტება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია არათუ დააკავეს, არამედ მოხდა მისი განრიდება რუსთაველის გამზირიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მე მქონდა შეხვედრა მინისტრთან და მისგან მივიღე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმე იყო შემდეგში - ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას, კანონის მოთხოვნათა დარღვევას და იმისათვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან. დავინტერესდი ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავებას და მივიღე განმარტება, რომ ადგილი ჰქონდა განრიდებას, რათა იქ მიმდინარე პროცესი არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში. მოხდა გადაყვანა სხვა ლოკაციაზე, ერთ-ერთ განყოფილებაში და ამის შემდეგ ის მყისიერად იქნა გათავისუფლებული. ასეთი განმარტება მივიღე შს მინისტრისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია დღეს რუსთაველის გამზირიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს. მისი პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ დეპუტატი დაკავებული იყო.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“