ზაზა სარალიძე - სურვილის შემთხვევაში სოლიდარობის აქციები გაგრძელდება, პარალელურად დავაანონსებთ ცენტრალურ აქციას

სურვილის შემთხვევაში სოლიდარობის აქციები გაგრძელდება, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პირადად ის ერთკვირიან ტაიმ-აუტს იღებს, რადგან დროის სიმცირის გამო შესაძლოა აქციებზე თავად ვერ მივიდეს.

თუმცა, სარალიძე არ გამორიცხავს, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ვითარება შეიცვალოს. "სურვილის შემთხვევაში სოლიდარობის აქციები გაგრძელდება. პარალელურად დავაანონსებთ ცენტრალურ აქციას. იმ შემთხვევაში, თუ მე გამოძიების საკითხებში არ ვიქნები ჩართული, დავესწები აქციებს", - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, ის ხვალ, 11:00 საათზე შსს-ს გენინსპექციაში მივა სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე სასაუბროდ. "დღეს რა ფაქტებიც დაფიქსირდა, ამასთან დაკავშირებით მინდა მივადევნო გამოძიებას თვალყური, რათა ყველა პოლიციელი დაისაჯოს, თუნდაც ჩემზე და ზვიად კუპრავაზე სასამართლოში მომხდარი ზეწოლის გამო. ამ საკითხზე გენინსპექციაში დაბარებული ვარ. სარბენი ვიქნები აქეთ-იქით, რათა ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართოს გამოძიება. ხვალ დილით მე დაბარებული ვარ გენინსპექციაში 11 საათზე. ასე რომ, თუ ვინმეს უნდა საპროტესტო აქცია გაგრძელდეს, აქციები გაგრძელდება და მე შეძლებისდაგვარად მოვალ აქციებზე", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, ის მომავალი ერთი კვირის განმავლობაში დროსაც მისცემს ხელისუფლებას მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. "მოთხოვნები იგივე რჩება. ამასთან, გონივრული დროც მინდა მივცე ხელისუფლებას, რადგან შს მინისტრის და იუსტიციის მინისტრების გადადგომას ვითხოვ. თუ ჩავთვლი საჭიროდ, არაა გამორიცხული მასშტაბური აქცია გაიმართოს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო