ძლიერი წვიმის შედეგად „ახმეტელის მეტროს“ შესასვლელი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად გლდანის რაიონში პრობლემები შეიქმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის დატბორილია „ახმეტელის მეტროს“ შესასვლელი. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. გლდანის რაიონში ასევე დაფიქსირდა კიდევ ერთი გამოძახება საცხოვრებელ კორპუსში, რომლის სარდაფიც დაიტბორა და სამაშველო სამსახურმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ გზის საავტომობილო მონაკვეთზე მომატებულია წყლის დონე, რის გამოც, ავტომობილები შეფერხებით მოძრაობენ. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უამინდობასთან დაკავშირებით სხვა გამოძახებები არ ფიქსირდება.

მძიმე სიტუაცია "ახმეტელის მეტროსთან" - დატბორილია მიმდებარე ტერიტორია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო