ნუცუბიძის 3მ/რ-ში კორპუსის წყლის კოლექტორის მწყობრიდან გამოსვლის გამო დაზიანდა საძირკველი და დაიტბორა ავტოფარეხი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ნუცუბიძის 3მ/რ-ში კორპუსის წყლის კოლექტორის მწყობრიდან გამოსვლის გამო დაზიანდა საძირკველი და დაიტბორა ავტოფარეხი.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია და წყლის ნიაღვარს ტომრების საშუალებით კალაპოტი შეუცვალეს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ხვადაგიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო