ირაკლი კობახიძე - მეხანძრე-მაშველები თანამედროვე გმირები არიან, რასაც ყოველდღე ამტკიცებენ

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მეხანძრე - მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენს გმირ, უშიშარ და საამაყო მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ეს ის ადამიანები არიან, ვისთვისაც სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე წინ დგას, ვისთვისაც არ არსებობს ხიფათი, რომელსაც შეუშინდებიან მაშინ, როდესაც მათი დახმარება სხვას სჭირდება. ისინი თანამედროვე გმირები არიან და ამას ყოველდღე ამტკიცებენ.

მათი გმირობის ნათელი მაგალითია მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის ღამეს, საკუთარი სიცოცხლის ფასად, 7 ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. საქართველოს პარლამენტის სახელით, ქედს ვიხრი მისი და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მეხანძრე-მაშველის ნათელი ხსოვნის წინაშე.

საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი ღირსეული საქმის ასეთი სიყვარულისთვის, თავგანწირვისა და გმირობისთვის“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა