დავით ბაციკაძე და ვახტანგ წულაძე ბილბაოს კონფერენციას ესწრებიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით ბაციკაძე და ვახტანგ წულაძე, ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში, CEMR-ის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურმა აცნობა.

მათი ინფორმაციით, საერთაშორისო ფორუმი თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ჩართულობის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი, რეგიონული უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ბილბაოს კონფერენციის მონაწილეები 3 დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა: საჯარო მმართველობა, ადამიანური რესურსების მართვა და დასაქმება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კონფერენცია 13 ივნისს დაასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა