ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიები ლონდონში გამართულ უმსხვილეს კონფერენციას დაესწრებიან

დღეიდან, 14 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 8 ქართულ ტექნოლოგიების სფეროში (IT) მოღვაწე კომპანია გლობალურ კონფერენციას Startup Grind London დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესია ამ სფეროში და მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე სტარტაპერი კომპანია, 75-ზე მეტი ცნობილი სპიკერი, 2 500-ზე მეტი ინვესტორი და ინოვატორი დაესწრება.

აღნიშნული ვიზიტის მიზანია ქართული სტარტაპერი კომპანიების ინტერნაციონალიზაცია და პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან ბიზნეს კავშირებს დაამყარებს 3 ქართული კომპანია, რომლებიც ეგზიბიტორის სახით იქნებიან წარდგენილნი და 5 ქართული კომპანია, რომლებიც ვიზიტორის სახით დაესწრებიან კონფერენციას.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში, ქვეყნების ფორუმის ღონისძიებაზე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საშუალება ექნებათ საკუთარი საქმიანობა პრეზენტაციის სახით გააცნონ დამსწრე საზოგადოებას, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, რათა წარმოაჩინოს თავი გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვან წევრად.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მისია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს