ეკა ბესელია - ახლა პოლიციელები იმიტომ არ გამოდიან, რომ აქციის მონაწილეებს ხელკეტები თავში დაუშინონ, ისინი წესრიგის დასაცავად გამოდიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, გუშინ პოლიციამ რუსთაველის გამზირზე პროპორციული ძალის გამოყენებით იმოქმედა და ამ თვალსაზრისით რაიმე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

„კარგად მახსოვს, აქციის მონაწილე როცა ვიყავი, ბევრი პოლიციელი იმიტომ გამოჰყავდათ, რომ ჩვენ დავერბიეთ. ხელკეტები აქციის მონაწილეებისკენ იყო მომართული და მას იყენებდნენ. ახლა პოლიციელები გარეთ იმიტომ არ გამოდიან, რომ აქციის მონაწილეებს ხელკეტები თავში დაუშინონ და დაარბიონ. პოლიციელები წესრიგის დასაცავად გამოვიდნენ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს