ზაზა სარალიძე - სოლიდარობის აქციები გაგრძელდება, თავისუფალი როცა ვიქნები, აუცილებლად შევუერთდები ნებისმიერ ადგილზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის ინფორმაციით, სოლიდარობის აქციები ამ დღეების განმავლობაში გაგრძელდება, რომელშიც ის შესაძლებლობებიდან გამომდინარე იქნება ჩართული.

როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ მთელმა საქართველომ უნდა გააგრძელოს. ამასთან, სარალიძე უარყოფს იმ ინფორმაციას, თითქოს მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე შეხვდა და მასთან გასაუბრების შემდეგ კარვების დაშლას დასთანხმდა.

„სოლიდარობის აქციები გაგრძელდება. შეძლებისდაგვარად, თავისუფალი როცა ვიქნები, აუცილებლად შევუერთდები ნებისმიერ ადგილზე. პოლიტიკოსებმა კი არა მთელმა საქართველომ უნდა გააგრძელოს ეს აქციები. ამაზე საუბარი უკვე მეტისმეტია. მე გამაპოლიტიზირეს, თითქოს პოლიტიკურ მოთხოვნებს ვაყენებდი და გახარიას მოქმედება არ იყო გადაცდომა? პირდაპირ მშვიდობიან მოქალაქეებზე რომ დაიწყო ზეწოლა და გაქრობა. გამოაცხადეს ტერორისტები შემოსულანო. ტერორისტები როგორ მოვიდნენ იმ აქციაზე, ამაზე პასუხს რატომ არ სცემენ? გუშინ უთქვამს შს მინისტრის მოადგილეს, რომ თურმე მე შემხვედრია და განმიმარტა სამართლებრივად კარვების აღება და მე დავთანხმებულვარ. სად შემხვდა? სად დამირეკა? რა სისულელეს ლაპარაკობს ეს ხალხი?! აღარ მოსწყინდათ ტყუილები?!", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სალარიძის თქმით, ამ ეტაპზე ის უფრო მეტ ყურადღებას გენინსპექციაში მიმდინარე გამოძიებასა და საგამოძიებო კომისიას მიაქცევს.

"ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა წავიდეს ეს გამოძიება, რათა ყველა პოლიციელი იყოს დასჯილი. როგორც კი საჭიროება მოითხოვს ჩემს აქციაზე დაბრუნებას, მივატოვებ ყველაფერს და წავალ იმ წამსვე", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა