ინგოროყვას კლინიკა უარყოფს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრს სამედიცინო მომსახურებაზე უარი ეთქვა, თუმცა ექიმს სამსახურიდან ათავისუფლებს

ინგოროყვას კლინიკა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნინო კვიტაიშვილს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი ეთქვა, თუმცა ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს, ეთიკური ნორმების დარღვევის გამო, სამსახურიდან ათავისუფლებს.

განცხადებას ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი გოჩა ინგოროყვა ავრცელებს.

“გუშინ ჩვენს კლინიკაში პაციენტ ნინო კვიტაიშვილსა და ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს შორის მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის და ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან. მინდა კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო მომსახურება გაეწია დროულად და ადეკვატურად“, - ნათქვამია განცხადებაში.

კლინიკა მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აღნიშნული შემთხვევა მისი კომპენტენციის ფარგლებში განიხილოს.

ამასთან, ნინო კვიტაიშვილის ინფორმაციით, მან ტრავმები რუსთაველის გამზირზე, პოლიციასთან დაპირისპირების დროს მიიღო და ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობდა, სადაც ექიმმა მამაგეიშვილმა განუცხადა, რომ „მეტის ღირსია“.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება