გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა, როლანდ შტოირერმა მოაწერეს.

სოლომონ პავლიაშვილმა როლანდ შტოირერს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია, რასაც აღნიშნული მემორანდუმიც ადასტურებს.

როლანდ შტოირერის განცხადებით, გერმანულ მხარეს საქართველოსთან სატყეო სექტორის რეფორმისა და ტყეების მდგრადი მართვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით 10 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებს.

ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, საქართველო გერმანიის სანდო და საიმედო პარტნიორია.

მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოაწერეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს