გიორგი მღებრიშვილი - ვულოცავ ჩვენს მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს - მათი მამაცობა ყოველდღიურობად იქცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „ვულოცავ ჩვენს მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს. მათი მამაცობა ყოველდღიურობად იქცა. ბოლო წლებში, არაერთხელ ვიხილეთ, როგორი თავდადებით ებრძვიან ცეცხლსა და სტიქიას.

როდესაც ვამბობთ, რომ მეხანძრე-მაშველი გმირია, ამ ფრაზის მიღმა კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული ისტორიებია. ასეთია 13 ივნისის გმირი, მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 7 ადამიანი გადაარჩინა, თვითონ კი სამწუხაროდ, ვეღარ შეძლო ადიდებული წყლიდან გამოსვლა.

ჩემი პროფესია შენი გადარჩენაა - ეს ფრაზა დღეს ამ გმირებს აერთიანებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე.

მეხანძრე-მაშველის პროფესია დღეს ერთმანეთზე ზრუნვის, გვერდში დგომის, მუდმივი მზადყოფნისა და მამაცობის სიმბოლოა.

მე ვამაყობ ჩვენი გმირებით, ისინი ჩვენი ქვეყნის სამაგალითო მოქალაქეები არიან.

მე დღეს ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ ადამიანების სამსახურში“,- წერს გიორგი მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა