თბილისის მერიის ინფრასრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე გახდა

თბილისის მერიის ინფრასრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე გახდა. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 31 დეპუტატმა დაუჭირა. საკითხი სხდომაზე განსახილველად თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა წარმოადგინა. როგორც სხდომაზე ითქვა, აღნიშნული თანამდებობა გარკვეული პერიოდით ვაკანტური იყო.

ბენდელიანის თქმით, გაგი ბუაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუნიციპალური განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. მისი მუშაობის პერიოდში განხორციელდა წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთის აღდგენა და მეტროპოლიტენ "უნივერსიტეტის" ახალი სადგურის მშენებლობა.

ბენდელიანი დარწმუნებულია, ბუაძის გამოცდილებაში და საკრებულოს დეპუტატებისგან მხარდაჭერა ითხოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო