თბილისის ხაზებს თვის ბოლომდე 25 ავტობუსი დაემატება

თბილისის ხაზებს თვის ბოლომდე 25 ავტობუსი დაემატება, რომლებიც არსებული რესურსიდან გამოიძებნა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკითხი სხდომაზე განსახილველად თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა წარმოადგინა.

როგორც სხდომაზე ითქვა, 25 ავტობუსი ხაზებს მგზავრთა რაოდენობის განტვირთვის მიზნით დაემატა.

მისივე თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 25 ავტობუსი არსებული რესურსიდან გამოიძებნა. ამასთან, ავტობუსების ნაწილი 7ახალ მარშრუტზეც გადანაწილდება.

"25 ერთეული შეკეთდა და გამოვყავით დამატებით მომსახურებისთვის, რადგან ზღვა მოთხოვნაა და გულხელდაკრეფილი ვერ ვიქნებოდით. შესაბამისად, ამ რესურსის საფუძველზე 7 ახალი მარშრუტი გაიხსნა, მათგან ორ მარშრუტზე 4-5 ავტობუსი ივლის, დანარჩენზე - თითო ერთეული. ამასთან, იყო მარშრუტები, რომლებიც გარკვეულ კორექტირებას მოითხოვდა. ასეთი ოთხი ცვლილება განხორციელდა. თბილისის ზღვაზე ორი მარშრუტი თითქმის ერთმანეთს ფარავდა და გავაერთიანეთ. ასევე, 6 მარშრუტზე სამუშაო დღეებში ავტობუსების რაოდენობას თითო-თითო ერთეული დაემატა და სხვა", - განაცხადა მამულაშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 7 ახალ მარშრუტზე შემდეგი ნომერი ავტობუსები იმოძრავებენ: № 57 ნომერი კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მეტრო „ისნის“ გავლით მეტრო „სამგორამდე“ (1 ავტობუსი) იმოძრავებს.

№ 58 — ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი);

№ 63 – მეტრო „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).

№ 64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი).

№ 67 — მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი).

№ 74 — წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მ. „ღრმაღელის“ გავლით და მ. „სარაჯიშვილამდე“ (1 ავტობუსი).

№ 76 — მუხიანის დასახლების მე-4 „ბ“ მ/რაიონიდან მ. „ახმეტელის თეატრამდე“ (1 ავტობუსსი).

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა