ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” განახლებული ქარხანა იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერა

ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სუმოისტი (ტოჩინოშინი) ლევან გორგაძე, იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, საქართველოს სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან ცაგურია (კოკაი) იაპონიის წამყვან მედიასაშუალებებთან ერთად “დუგლაძეების ღვინის“ განახლებულ ქარხანაში იმყოფებოდნენ.

ღვინის ტურის ფარგლებში, ტოჩინოშინის სახელობის კასრში 3 წლით დასავარგებლად განთავსედა უმაღლესი ხარსისხის ღვინო „საფერავი“. იაპონელი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოზე, როგორც ტოჩინოშინის და კოკაის სამშობლოზე, ფილმს იღებენ, ტოჩინოშინთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაეცნენ წარმოების პროცესს.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ქართულ- იაპონური ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაშიც ღვინოს განსაკუთრებული როლი ეკისრება.

“დუგლაძეების ღვინის კომპანიის “მიერ ჩამოისხმება ღვინის ახალი პრემიალური ხაზი“ KOK KAI WINES“, რომელიც იაპონიაში ექსკლუზიურ საცალო ქსელებში და რესტორნებში სექტემბრიდან გამოჩნდება.

მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებით აინტერესებთ ღვინო, როგორც საქართველოს ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული პოტენციალი.

იაპონელი ჟურნალისტები განსაკუთრებულ აქცენტს ქვევრის ღვინოზე აკეთებენ, რამდენადაც "ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი"

InterPressNews.Geიუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იაპონურ სამზარეულოსთან ერთად მოხვდა.

“ჩვენთვის ეს ვიზიტი და სტრატეგიული ურთიერთობისკენ წინგადაგმული ნაბიჯი, არის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო, არამხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ქვეყნის წინაშე. დუგლაძეების ღვინის კომპანიის სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რამდენიმე წელია იაპონიის ბაზარზე განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს, თუმცა ახალი პროდუქცია “KOK KAI WINES” კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-იაპონურ კულტურულ და საქმიან ურთიერთობებს.“ განაცხადა კომპანის მფლობელმა და მმართველმა დირექტორმა ზაალ დუგლაძემ.

“ყოველი ვიზიტი იაპონიაში, კიდევ უფრო მეტად მიღრმავებს იმ რწმენას, თუ რამდენი შესაძლებლობა არსებობს ქართულ-იაპონური ურთიერთობების დასაახლოებლად. ჩემი აქტიური სპორტული კარიერის დროს, და ახლაც, განსაკუთრებულ პატივისცემას ვგრნობ როგორც იაპონელი ხალხისგან, ისე საელჩოსა თუ დიპლომატიური კორპუსისგან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი მაღალი ხარისხის ღვინო ჩემი სახელის ქვეშ გაიყიდება“, - განაცხადა კოკაიმ (ლევან ცაგურიამ), სუმოს ფედერაციის პრეზიდენტმა.

(R)

ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
რა შესაძლებლობებს აძლევს განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს - ინტერვიუ ნინო ჭელიძესთან
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ