თამარ ტალიაშვილი ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს (CEMR) კონფერენციის მონაწილეების წინაშე გენდერულ თემაზე პრეზენტაციით წარსდგა

ქართული დელეგაცია ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გამართულ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს CEMR-ის კონფერენციაში მონაწილეობს.

დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრები - მარიკა დარჩია და ანა ლაშხი, ასევე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები - ბექა ხალიბეგაშვილი, სალომე ღონღაძე, ოთარ ლორთქიფანიძე, ნატალია ზოიძე, ანა ხარებავა და მარიკა ჩხიკვიშვილი შედიან, ,,ათეას“ ვიცე პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობს.

ვორდ-კაფის ფორმატში გამართულ შეხვედრაში რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის, როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გენდერული თანასწორობის საკითხების თემაზე პრეზენტაციით წარსდგა.

თამარ ტალიაშვილმა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაუსვა ხაზი.

,,ათეას“ ვიცე პრეზიდენტი ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ რეფორმებსაც შეეხო და დეტალურად ისაუბრა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პლატფორმაზე, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში (NALAG) შეიქმნა.

,,2014 წელს ჩემი ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს დეპუტატების მხარდაჭერით, ასოციაციაში (NALAG) შექმნილი გენდერული თანასწორობის პლატფორმა მნიშვვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ინიციატივების დამკვიდრებაში. ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და გენდერული სტრატეგიის შექმნის პროცესები““, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, ქართული დელეგაცია რამდენიმე შეხვედრას დაესწრება და სხვადასხვა თემის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

სამდღიანი კონფერენცია - "თანასწორობის მრავალფეროვნება და ჩართულობა" , რომელიც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრაქტიკაში განვითარებასა და ადგილობრივ პოლიტიკაში მრავალფეროვნების ახალი მიდგომებით დანერგვას ისახავს მიზნად, 11 ივნისს გაიხსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა