ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროფესიულ განათლებაში გენდერულ და თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გამართა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულ სასწავლო ორგანიზაციებთან ერთად, პროფესიულ განათლებაში გენდერულ და თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებული ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა. ფონდის მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა, მიღებული გრანტით, შექმნეს ახალი, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამები.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, სასწავლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტების განხორციელების პროგრესზე ისაუბრეს და დღემდე გაწეული საქმიანობა გენდერულ და სოციალურ ჭრილში განიხილეს. ასევე, იმსჯელეს, თუ როგორ აისახა პროექტში სოციალური და გენდერული თანასწორობის ასპექტების ინტეგრირება გოგონებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების რაოდენობაზე; როგორია გენდერული ბალანსი მასწავლებლებში. შეხვედრისას, მონაწილეებმა განიხილეს სასწავლო გარემოს ადაპტირების საკითხი, გენდერულად მიუკერძოებელი სწავლა-სწავლების პრაქტიკა და სასწავლო მასალები.

ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი და პროფესიული განათლების პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“გენდერული და სოციალური თანასწორობა გამჭოლი პრიორიტეტია ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის. შესაბამისად, ყველა ჩვენს აქტივობაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა იმ სტრატეგიებსა და პოლიტიკას, რასაც ჩვენ მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროფესიული განათლების პროვაიდერი ახორციელებს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ხდება გენდერული და სოციალური ასპექტების ინტეგრირება იმ 42 ახალ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომლებიც გასულ წელს დავიწყეთ. ჯამში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 12 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა 10 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლებმაც 2017-2018 წლებში საქართველოში უკვე დაიწყეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

ტრადიციული მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ არის ორგანიზებული, რომელიც საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, $140მლნ-ის კომპაქტს ახორციელებს განათლების სექტორში და მიზნად ისახავს ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.

როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გენდერული უთანასწორობა ხშირად ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამიტომ, ფონდის მიზანია, თანაბარი წვდომისა და სარგებელის უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური ჩართულობა და გენდერული ინტეგრაცია კომპაქტის ყველა პროგრამაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა