დონალდ ტრამპი - მე მჯერა კიმ ჩენ ინის, მას სჯერა ჩემი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სჯერა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის, რომ ის სრული დენუკლეარიზაციისკენ ისწრაფვის, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ტელეკომპანია „ABC“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სინგაპურში ჩრდილოეთ კორეის ლიდრთან გამართულ მის შეხვედრას ეხებოდა.

„მჯერა, რომ მას ამის გაკეთება სურს. მე მისი მჯერა, მას კი ჩემი, მაგრამ ხომ შემიძლია დავბრუნდე თქვენთან ერთი წლის შემდეგ და გითხრათ, რომ შეცდომა დავუშვი - ეს ყოველთვის შესაძლებელია, ბევრი რამ არის შესაძლებელი, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მანვე დასძინა, რომ აშშ ყურადღებით მიადევნებს თვალს დენუკლეარიზაციის პროცესს კორეის ნახევარკუნძულზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს