ნათია მეზვრიშვილი - ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე და ითხოვენ მათ დაკავებას ისე, რომ არ კითხულობენ, გვაქვს კი დევნის დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია მოზარდებზე და დღეს ადამიანები გამოდიან და ისე ითხოვენ მოზარდების დაკავებას, რომ არ კითხულობენ გვაქვს კი მტკიცებულებები საიმისო, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყოთ, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა „TV პირველის“ ეთერში განმარტა, ერთი მოწმის ჩვენება და ერთი მტკიცებულება - ირიბი მტკიცებულება მათ შორის, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი დააკავონ.

„გამოძიებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ვიღაცების მოსაზრებით და თუნდაც, შინაგანი რწმენით, თუნდაც ჩემი საგამოძიებო უწყების, თუნდაც პროკურორის, თუნდაც მოსამართლის შინაგანი რწმენით, თუნდაც ეჭვებით, რომ ვიღაცა არის მკვლელი, ასე არც დაკავება ხდება პირის, არც ბრალის წარდგენა და არც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ერთი მოწმის ჩვენება და ერთი მტკიცებულება - ირიბი მტკიცებულება მათ შორის, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანები დავაკავოთ. შეგახსენებთ, საუბარია მოზარდებზე, რაც სხვათა შორის ყველას დაავიწყდა და ჩემთვის, პირადად, იმ ადამიანისთვის, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ძალიან მძიმე საყურებელი და მოსასმენია ეს ყველაფერი. ჩვენ, ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე და დღეს ადამიანები გამოდიან და ისე ითხოვენ მათ შორის მოწმის და ბრალდებულის სტატუსით მოზარდების დაკავებას, რომ არ ფიქრობენ იმას და არ კითხულობენ, გვაქვს კი მტკიცებულებები საიმისო, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყოთ, დავაკავოთ და ბრალი წავუყენოთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა