ეკა გიგაური - სარალიძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების პასუხს დიპლომატებიც ელოდებიან

დიპლომატიური კორპუსისთვის საინტერესო იყო ის ინფორმაცია, რომელიც ზაზა სარალიძის საქმესთან დაკავშირებით მივაწოდეთ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გუშინ, დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელიც მესამე სექტორსა და დიპლომატებს შორის შედგა, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. გიგაურის განმარტებით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მართლმსაჯულების სიტემაში რეფორმები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

გიგაურის განმარტებით, სარალიძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების პასუხს დიპლომატებიც ელოდებიან. "ელოდებიან იმ გამოძიების შედეგებს, რომელიც უნდა ჩაატაროს, როგორც საპარლამენტო კომისიამ, ასევე ჩვენმა სამართალდამცველებმა. ცხადია მათთვის საინტერესო იქნება, რა იქნება ამის შედეგი. რა თქმა უნდა მათთვისაც არის მნიშვნელოვანი, ამ გამოძიებებთან დაკავშირებით კითხვები არ იყოს", - განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, დიპლომატები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. "ის პროცესები, რაც საქართველოში ხდება, არის ჩვენი ქვეყნის შიდა საკითხები. ამიტომ, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნის ელჩები ნამდვილად არ ჩაერევიან ამ საკითხებში, თუმცა ერთი, რაზეც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, გახლავთ ის, რომ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემაში გაგრძელდეს რეფორმები. ცხადია, ჩვენი მეგობარი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები სხვადასხვა პროექტების სახით გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენთან მართლმსაჯულების რეფერომა იყოს ეფექტური. ისინი რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდროდ აკვირდებიან იმ პროცესებს, რაც ჩვენს ქვეყანში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა და ასევე ადამიანის უფლებები იყოს დაცული", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ოფისში ჩატარდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო