თელავში აგრარული მიმართულების ახალი პროფესიული კოლეჯის დაფუძნებაზე იმსჯელეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტისა და GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა გერმანელი პარტნიორების ჩართულობით თელავში აგრარული მიმართულების ახალი კოლეჯის დაარსების პერსპექტივაზე იმსჯელეს, სადაც წამყვანი მიმართულება ღვინის წარმოებისთვის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის მომზადება იქნება. ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტთან აქტიურად ითანამშრომლებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-გერმანული მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე საქართველოში პროფესიული განათლების სამომავლო განვითარებასაც.

შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ გერმანელი პარტნიორები უახლოეს პერიოდში შეისწავლიან თელავის უნივერსიტეტის რესურსს, რისი გათვალისწინებითაც განისაზღვრება პროფესიული სასწავლების დაარსების სამოქმედო გეგმა და ვადები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა