მიხეილ ჯანელიძე - მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას

მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დევნილების შესახებ საქართველოს ინიცირებული რეზოლუციის მიღების შესახებ განაცხადა.

"მიუხედავად რუსეთის უპრეცენდენტო აქტიურობისა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ მაინც ვახერხებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას იმ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც ახლავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია დევნილების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად შესაძლებელი გახდება მათი უფლების აღსრულება",- განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

2017 წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი - ერთით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა კი ორით გაიზარდა. რეზოლუციას 81-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 16 მოწინააღმდეგეს შორის კი არიან: ბელარუსი, ბურუნდი, სომხეთი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ სუდანი, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს