მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხვალ მკაფიო რეზოლუციას მიიღებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხვალ მკაფიო რეზოლუციას მიიღებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც ევროპარლამენტში დებატებით და უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში გამოიხატა. ის იყო ძალიან მკაფიო ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებშია და თან ახლავს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. დარწმუნებული ვართ, ასეთივე მკაფიო იქნება რეზოლუცია, რომელსაც, იმედია, ხვალ მიიღებს ევროკავშირის პარლამენტი. ოკუპაცია დგას ძალიან აქტიურად საერთაშორისო ფორმატებში განხილვის დღის წესრიგში. საერთაშორისო საზოგადოება მხარდაჭერის კუთხით უპრეცედენტოდ აქტიურია და ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენს ძალისხმევას, რათა საერთაშორისო სამართლის, საერთშორისო პრინციპებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება შევძლოთ“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ხვალ, სტრასბურგში მიმდინარე პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტი თემაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ათი წელი რუსეთის შეჭრის შემდეგ“ დებატებს გამართავს და რეზოლუციას მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა