თამარ ჩუგოშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება, სადაც ამერიკულ-ებრაული კომიტეტის მიერ (AJC American Jewish committee) ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70 წლის იუბილეს საპატივსაცემოდ გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურმა აცნობა.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც იერუსალიმში გაიმართა, გამორჩეული იყო მრავალრიცხოვანი მონაწილით და მასში, ძირითადად, ამერიკელი ებრაელები მონაწილეობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოფიციალური შეხვედრები გამართა ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის ვიცე-სპიკერთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ხილიკ ბართან, ქნესეთის წევრებთან - დევიდ ბიტანთან და ორი ლევისთან, ამერიკულ-ებრაული კომიტეტის აღმასრულებელ დირექტორთან დევიდ ჰარისთან, პარტია ქულანუს მმართველობის წევრთან აქრამ ხასონთან და მშენებლობის მინისტრის მოადგილესთან ჯეკი ლევთან.

„საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის ქნესეთს შორის თანამშრომლობა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების თუ ტურიზმის გაღრმავების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. მათთან მჭიდრო ურთიერთობები და მხარდაჭერა ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, განვახორციელოთ კონკრეტული პროექტები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემები იყო: შრომითი მიგრაცია, რომელთან დაკავშირებითაც ქნესეთის დელეგაცია საქართველოს ეწვევა; ისრაელის ფინანსთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის მომზადება; ქნესეთის ორგანიზებით ისრაელთან მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელების ისრაელში ვიზიტი; მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა; ტურიზმი; ინვესტიციები და უვიზო მიმოსვლა.

„მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ურთიერთობების გაღრმავებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე აისახება “, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა