ზაქარია ქუცნაშვილი - მიკვირს, რატომ ჩათვალეს ჟურნალისტებმა, რომ UNICEF-ის მიერ წარმოდგენილი კვლევა უმრავლესობის შეხვედრაზე არ შეიძლება ყოფილიყო განხილვის თემა

დიდი ხანია, ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს - მას მიაჩნია, რომ სოციალურ-ეკონომიკური კუთხით შედეგების შერბილება შესაძლებელი იყო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მმართველი გუნდის გუშინდელი შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.

ქუცნაშვილის ინფორმაციით, დისკუსია იყო საკმაოდ ცხარე, რა დროსაც გამოიკვეთა განსხვავებული პოზიციები და აზრები გაიყო - კერძოდ კი, მმართველი გუნდის ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი შედეგების მკვეთრად შერბილება შესაძლებელი იყო, ხოლო ნაწილის აზრით - ეს იყო ის მაქსიმალური შედეგი, რისი მიღწევაც გახდა შესაძლებელი.

ქუცნაშვილი ამბობს, რომ თვისობრივი ცვლილებები გარდაუვალია, რადგან “თვისობრივი ცვლილებების გარეშე საზოგადოებაში არსებული განწყობები ვერ შეიცვლება“.

“მიკვირს, რატომ ჩათვალეს ჟურნალისტებმა, რომ UNICEF-ის მიერ წარმოდგენილი კვლევა არ შეიძლება ყოფილიყო განხილვის თემა უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე. საუბარია კვლევის შედეგებზე, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას ეხება. მართლაც ამ საკითხზე იყო ძირითადი საუბარი, რადგან შედეგებით კმაყოფილი არავინ არ არის. ცალკეულ გამოსვლებში მინიშნებით იყო საუბარი სამთავრობო ცვლილებების საჭიროებაზე, თუმცა დისკუსია ამ თემის ირგვლივ არ წარმართულა. მსჯელობის მთავარი თემა იყო რატომ მივედით ამ შედეგებამდე, შეიძლებოდა თუ არა უფრო რბილი შედეგების მიღება, ვიდრე იმ შედეგებისა, რის უარყოფასაც არავინ არ აპირებს - მხედველობაში მაქვს ის, რომ მოქალაქეების განკარგვადი შემოსავალი შემცირდა და ამის ისეთი მიზეზები გამოიკვეთა როგორიცაა ჭარბვალიანობა, ინფლაციის უარყოფითი ზეგავლენა და ლარის კურსის დევალვაცია. მოგეხსენებათ, პასუხისმგებლობა მეტ-ნაკლებად ყველას გვეკუთვნის, მაგრამ მოგეხსენებათ, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკუთვნით - ქვეყანაში სიღარიბის დონის გაზრდას შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ვერ დააბრალებ. აქ არ ვაპირებთ თავის მოტყუებას და არც არავის უკადრია, რომ ეს სხვისთვის გადაებრალებინა - პირველ რიგში, ეს ეკონომიკური ბლოკის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხია. მთავრობამ ეს შედეგები იმით ახსნა, რომ ქვეყნის გარეთ არსებულმა ფაქტორებმა - კერძოდ, რუსეთისათვის სანქციების დაწესებამ, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაჩაღებამ, თურქეთში ლირის კატასტროფულმა დევალვაციამ ძალიან უარყოფითი გარე ფაქტორების წარმოშობა განაპირობა, რამაც საგარეო ინვესტიციების მოცულობის შემცირება გამოიწვია. ამ კუთხით მთავრობამ სწორი კურსი აირჩია, როცა შიდა ინვესტიციები წაახალისა და მოგების გადასახადი გააუქმა, როცა საქართველოში არსებულ საწარმოებს რეინვეტირების შესაძლებლობა მიეცათ და რეინსვესტირების შემთხვევაში, გადასახადისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ დადგა საკითხი, რასაც ბიძინა ივნიშვილიც იზიარებს, შეიძლებოდა თუ არა პარალელურად ჭარბვალიანობის შემცირება, ფულად-საკრედიტო მექანიზმების დახვეწა, რომ ადამიანების სავალალო მდგომარეობაში ყოფნა ვალაუვალ მდგომარეობაში არ გადაზრდილიყო. ქვეყანაში მკვეთრად არის გაზრდილი სამომხმარებლო სესხები, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა დაიწყეს სესხის აღება არ იმიტომ, რომ რამე განავითარონ, არამედ იმიტომ, რომ გაისტუმრონ ვალები ან მიმდინარე ხარჯები დაფარონ, რაც არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა