ხაშურში „ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყება

ხაშურში „ივერიის“ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება. მათივე ინფორმაციით, მისი დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

რეაბილიტაციის პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდება. პროექტი სტადიონის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მათ შორის: დატბორვის პრევენციის მიზნით მოედნისა და ტრიბუნების 0.95 მეტრის შემაღლებით გაშენება, სტადიონის შემოღობვა, სპეციალური ბილიკების მოწყობა და ა.შ.

„სტადიონის მშენებლობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეებთან და მუნიციპალიტეტის სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დისკუსიის დროს პრიორიტეტული საკითხები გამოიკვეთა, რაც სამომავლოდ პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება. „ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაცია ათწლეულებია, არ განხორციელებულა. პროექტი ხელს შეუწყობს ხაშურის მუნიციპალიტეტში როგორც პროფესიული სპორტის განვითარებას, ისე ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას,“ - ნათქვამია ხაშურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა