„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აზერ სულეიმანოვი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა

პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი დღეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მივა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სულემანოვი პროკურატურაში 15.00 საათზე გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარ ინციდენტში ბრალი, შესაძლოა, პარლამენტის წევრს აზერ სულეიმანოვს წაუყენონ.

დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ვასაძის წერილი გააცნო სულეიმანოვის ბრალდების შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო