გიორგი მარგველაშვილი დედოფალ ელისაბედ II-ს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს დაბადების დღეს ულოცავს.

გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„თქვენო უდიდებულესობავ, მინდა გულითადად და გულწრფელად მოგილოცოთ დაბადების დღე. ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში თქვენი ქვეყანა წარმატებით განვითარდა სირთულეებით აღსავსე და არასტაბილურ გარემოში. თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებთ მშვიდობისა და კეთილდღეობის საქმეში, როგორც გაერთიანებული სამეფოსთვის, ასევე ერთა თანამეგობრობისთვის და მთლიანი კაცობრიობისათვის.

ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული კავშირები და წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობა აერთიანებთ. ნება მიბოძეთ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. მწამს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ კავშირები და ძლიერ პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ქვეყნების ერთობლივი სარგებლისთვის. თქვენო უდიდებულესობავ, ნება მიბოძეთ გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და დიდი წარმატება თქვენი ქვეყნის წინსვლისთვის და კეთილდღეობისათვის”, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა