ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა და ასევე გინესის სარეკორდო შედეგი დააფიქსირა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, 27 წლის ირაკლი როსტომაშვილმა 13 ივნისს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გამართულ სარეკორდო გამოსვლაში, 1 წუთში 45.6 კილოგრამიანი ზურგჩანთით 49 აზიდვა შეასრულა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია.

მათივე ინფორმაციით, როსტომაშვილის ახალი რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა. რეკორდსმენის მიერ ნაჩვენები შედეგები ოფიციალურად გაიგზავნება გინესის მსოფლიო რეკორდების ოფისში აღიარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიმძიმით განხორციელებული წინა რეკორდები ამერიკელ რონ კუპერს (45 აზიდვა) და ნორვეგიელ სვერ დიესენს (40 აზიდვა) ეკუთვნოდათ.

ირაკლი როსტომაშვილის სარეკორდო გამოსვლის ორგანიზატორები იყვნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და საქართველოს რეკორდების ფედერაცია, მხარდამჭერი კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა