გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის ახალ მოადგილესთან ტუია ალტანგერელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ზურაბ პატარაძემ ტუია ალტანგერელს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო და გაერო-ს განვითარების პროგრამის დადებით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გაერო-ს განვითარების პროგრამასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის კეთილდღეობისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა.

„გაერო-ს განვითარების პროგრამის უშუალო თანადგომით რეგიონში ხდება ისეთი სფეროების განვითარება, როგორებიცაა: ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და გარემოს დაცვა. განსაკუთრებულია პროექტ ENPARD-ის როლი აგრარულ დარგში მეტი ცოდნის ხელმისაწვდომობის, წარმოების ზრდისა და დარგის ინსტიტუციური განვითარების კუთხით“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობს თავმჯდომარემ გაერო-ს წარმომადგენელს რეგიონის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, როგორებიცაა ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზები, ესტაკადას და სტადიონის მშენებლობა, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ასევე, სპორტული ტურიზმის განვითარების მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, აღინიშნა, რომ რეგიონისათვის ნაყოფიერი და საინტერესო პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს რეგიონში მასპინძლობისთვის და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა