„ქართული ოცნების“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი - გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებით

გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა განაცხადა.

"ორმაგად ამძიმებს მომხდარს ის, რომ ამ კრიმინალური ქმედების ჩადენაში ეჭვმიტანილია საკრებულოს დეპუტატები და ქალაქის მერი, როდესაც თავად უნდა იყვნენ კანონის და წესრიგის სადარაჯოზე და ამის მაგალითს თანამოქალაქეებს აძლევდნენ. კანონის უზენაესობა, ბრძოლა ძალადობასთან ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი და ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამის პასუხს მიიღებს დანაშაულზე", - განაცხადა ნავერიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა