გიორგი კახიანი - ხვალ კონსულტაციები წარიმართება და ხვალვე იქნება ცნობილი პირველი შეფასებები და ვარაუდები, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი

ხვალ კონსულტაციები წარიმართება და ხვალვე იქნება ცნობილი პირველი შეფასებები და ვარაუდები, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

“კანდიდატზე წინასწარ არ ვართ შეჯერებული, გამომდინარე იქიდან, რომ პირადად ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო პრემიერის ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ზოგადად, არაერთი კანდიდატი შეიძლება განიხილებოდეს ჩვენი რიგებიდან. ხვალ კონსულტაციები წარიმართება და ხვალვე იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის უკვე პირველი შეფასებები და ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო