გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს

ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს, - ამის შესახებ გადადგომამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა საკუთარი გუნდის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არა მისი გუნდის საქმიანობა მოსახლეობისთვის ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე წლით გადავადდებოდა.

„ძალიან კარგად ვიცი როგორ უჭირს ხალხს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს, რათა რამენაირად იშოვოს ლუკმა-პური საკუთარი ოჯახისათვის, საუთარი შვილებისათვის და გადაირჩინონ თავი. ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ბევრი წლით გადავადდებოდა. ამის უფლებას მე არასოდეს მივცემდი ჩემს საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ გუნდიც ძალიან მოტივირებული იყო ამ მიზნით მოქმედებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს