პერუში მსხვერპლად შეწირული ბავშვების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

პერუს ჩრდილოეთში მსხვერპლად შეწირული ბავშვების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო EFE-ს პერუელმა არქეოლოგმა ფერენ კასტილიომ განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია 110 ბავშვის სამარხზე, რომელიც ლა-ლიბერტადის რეგიონში ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს.

„რამდენიმე თვის წინ უანჩაკიტოში ნაპოვნი 140 ბავშვის ნეშტის შემდეგ ახლა ჩვენ მსხვერპლად შეწირული კიდევ 110 ბავშვის ნეშტი აღმოვაჩინეთ“, - განაცხადა კასტილიომ.

არქეოლოგების ინფორმაციით, სამარხი ჩიმუს უძველესი კულტურის ეპოქით თარიღდება და სავარაუდოდ, ბავშვები მსხვერპლად კლიმატური მოვლენის გამო შეწირეს. მათი თქმით, ბავშვების მასობრივი მკვლელობით ადგილობრივი მოსახლეობა ღმერთებს წვიმების შეწყვეტას სთხოვდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო