საქართველოში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი, ტაკეჰიკო ნაკაო ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის მანძილზე, ეს არის ბანკის პრეზიდენტის პირველი, მაღალი დონის და საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის სტუმარს მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე. სტუმარი იმყოფებოდა „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, სადაც გაეცნო საბაჟო და გაფორმების პროცედურებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, პრეზიდენტთან, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, დედაქალაქის მერთან. ADB-ის პრეზიდენტი გაეცნობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს