CNN - აშშ-ს ხელისუფლება სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეჩერებას დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს

აშშ-ს ხელისუფლება დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეჩერებას, -ამის შესახებ ტელეარხი CNN აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, საუბარია Ulchi Freedom Guardian-ის სამხედრო წვრთნებზე. აღსანიშნავია, რომ აქამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური მითითებები არ მიუღიათ.

CNN ასევე აღნიშნავს, რომ ჯერ უცნობია, განიხილა თუ არა აშშ-ს პრეზიდენტმა სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნების შეჩერების საკითხი ამერიკელ სამხედროებთან.

თავის მხრივ, ტელეარხი Fox News ასევე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კორეა დენუკლეარიზაციისთვის საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამს, აშშ კვლავ გაანახლებს სამხედრო მანევრების ჩატარებას კორეის ნახევარკუნძულზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა