ზურაბ პატარაძე ბულგარეთის ელჩის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ბათუმში გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ბულგარეთის საელჩოს მიერ, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური შტერკი და ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დესისლავა ივანოვა ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ბულგარეთის წარმომადგენლებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ბულგარეთი საქართველოს ურყევი პარტნიორია და ნატო-სა და ევროკავშირის საკითხებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება შეუძლია.

პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ექვსთვიანი ვადით ავსტრია გახდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო