გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ისრაელის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება დაგმო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ პალესტინელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ისრაელის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება დაგმო.

რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, 45-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, ხოლო რვამ - აშშ-მ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, სოლომონის კუნძულებმა, ნაურუმ, ავსტრალიამ, მიკრონეზიამ და ტოგომ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

გენერალური ასამბლეაში განსახილველად აღნიშნული რეზოლუცია ალჟირმა შეიტანა, მას შემდეგ რაც ივნისის დასაწყისში აშშ-მ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ანალოგიურ რეზოლუციას ვეტო დაადო.

„ეს აბსოლუტურად ცალმხრივი რეზოლუციაა. მასში საერთოდ არ არის ნახსენები „ჰამასი“, რომლის ტერორისტებიც რეგულარულად ახდენენ ღაზას სექტორში ძალადობის ინიცირებას“, - განაცხადა კენჭისყრის წინ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ.

რეზოლუცია მოითხოვს ისრაელისგან „პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გადამეტებული, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო