კენეტ იალოვიცი - მე ის მაღელვებს, რომ მთავრობა გარედან იმართება, შემაშფოთებელია ერთი ადამიანის გავლენა, რომელსაც ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს

მთავრობა გარედან იმართება. შემაშფოთებელია ერთი ადამიანის გავლენა, რომელსაც ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს, - ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, კენეტ იალოვიცმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას განუცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა შეაფასა.

კენეტ იალოვიცის თქმით, ახალგაზრდების მკვლელობის გამო უკანაკსკნელმა დემონსტრაციებმა მთავრობა შეარყია.

„ეს შემაშფოთებელი სიგნალია. უკანასკნელმა დემონსტრაციებმა ახალგაზრდის მკლელობის გარშემო, მთავრობა შეარყია. თუმცა, ყველაზე მეტად მე ის მაღელვებს, რომ მთავრობა გარედან იმართება. შემაშფოთებელია ერთი ადამიანის გავლენა, რომელსაც ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს", - განაცხადა კენეტ იალოვიცმა.

თავის მხრივ, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი, აღნიშნავს, რომ საქართველოში პრემიერის უფლებამოსილება ხელოვნურადაა შეზღუდული.

„გიორგი კვირიკაშვილი გამოცდილი ლიდერია და მან საგარეო მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესანიშნავი სამსახური გასწია. პრემიერ-მინისტრი საქართველოში ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი უნდა იყოს, დღევანდელ პირობებში კი ეს ასე არ არის. ეს უჩვეულო შემთხვევაა და უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა ჰერბსტმა.

მისი შეფასებით, კვირიკაშვილის გადადგომა თბილისში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტზე რეაქციას ჰგავს.

კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას კარნეგის ფონდის უფროსი მკლევარი პოლ სტრონსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერის გადადგომა პარტიას პრობლემას შეუქმნის, რადგან გაურკვეველია, გრძელვადიან პერსპექტივაში ამას როგორი შედეგები ექნება. სტრონსკის თქმით, პრემიერ-მინისტრსა და ივანიშვილს შორის განსხვავებები დიდი ხანია რაც არსებობს.

„გასული თვის პროტესტი საქართველოში აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილს არსებული სტატუს კვო არ მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის გამომწვევი მიზეზები შედარებით ვიწრო საკითხები - კლუბებში შეჭრა და ახალგაზრების მკვლელობა გახდა, პროტესტმა როლი ითამაშა. საქართველოს ეკონომიკა სირთულეების წინაშეა. ეს მთლიანად კვირიკაშვილის ბრალი არ არის, თუმცა როგორც ჩანს, კვირიკაშვილი კულისებს მიღმა ივანიშვილის კრიტიკით და მოქმედებებით შეწუხდა", - განაცხადა სტრონსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა