მაკედონიის პრეზიდენტმა სკოპიესა და ათენს შორის ქვეყნისთვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა

მაკედონიის პრეზიდენტმა გეორგე ივანოვმა სკოპიესა და ათენს შორის ქვეყნისთვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

„კაცობრიობის ისტორიაში ასეთ უნიკალურ შეთანხმებას, რომელიც ზიანს გვაყენებს, მე უღირსად და მიუღებლად მივიჩნევ. ეს არღვევს კონსტიტუციას, კანონებს, იწვევს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას. მე არ ვაპირებ პოლიტიკური თვითშემოქმედების ლეგალიზებას“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მან ასევე მოუწოდა ყველას შეწყვიტონ მაკედონიის სტრატეგიული მიზნებზე, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირში შესვლაზე სპეკულირება.

ივანოვის თქმით, მის პოზიციას „ვერანაირი ზეწოლა, შანტაჟი და მუქარები ვერ შეცვლის“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს