მიხეილ ჯანელიძე - დღეს ჩვენ ისე ახლოს ვართ ევროპულ ოჯახთან, როგორც არასდროს

დღეს ჩვენ ისე ახლოს ვართ ევროპულ ოჯახთან, როგორც არასდროს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში მიმდინარე მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩვენი ქვეყნის რეალური ტრანსფორმაციის საფუძველი გახდა. ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რათა ამ მიზანს მაქსიმალურად სწრაფად მივაღწიოთ. საქართველო-ევროკავშირის თანამშომლობა დღეს სრულიად ახალ ეტაპზეა. საქართველო აღიარებულია ლიდერად ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ მმართველმა გუნდმა მიიღო საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების თაობაზე. ჯანელიძის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებიც ასევე მიისწაფვიან, გახდნენ ევროკავშირის წევრები.

„ცოტა ხნის ბალკანეთის ქვეყნებმა ევროკავშირისგან მიიღეს მკაფიო გზავნილი, რომ ღია კარის პოლიტიკა და გაფართოების მექანიზმი კვლავ ძალაშია. ეს ნათელი გზავნილია საქართველოსთვისაც და მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ ბალკანეთის ქვეყნების მიერ გავლილი ევროპული გზის შესახებ“, - განაცხადა ჯანელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა