მიხეილ ჯანელიძე - 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას

10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში მიმდინარე მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„21-ე საუკუნეში შექმნილი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს საქართველოს და მთლიანად რეგიონს და ევროპას. სამწუხაროდ, კვლავ ხდება ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტი ხელყოფა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავაც განაგრძობს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ერთსულოვანი მხარდაჭერით. არსებული გამოწვევების ფონზე, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის როლის ზრდა რეგიონში. ნათელია, რომ მეტი დისკუსია, თანამშომლობა და პარტნიორობა საჭიროა მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო