რომან კაკულია - უფრო პოზიტიურად ვიქნებოდი განწყობილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მიმართ, თუ დავინახავდი, რომ პოლიტიკური სპექტრის შეცვლის შესაძლებლობა არსებობს

მე უფრო პოზიტიურად ვიქნებოდი განწყობილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მიმართ, თუ დავინახავდი, რომ ქვეყანაში რადიკალურად არსებობს პოლიტიკური სპექტრის შეცვლის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ განუცხადა.

„მე უფრო პოზიტიურად ვიქნებოდი განწყობილი ამ გადაწყვეტილების მიმართ, თუ დავინახავდი, რომ ქვეყანაში რადიკალურად არსებობს პოლიტიკური სპექტრის შეცვლის შესაძლებლობა. რა აზრი აქვს არჩევნებს თუ ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკური გადანაწილების უფრო მაღალხარისხიან შეცვლის შესაძლებლობას. უფრო მნიშვნელოვანი სამთავრობო განახლება მგონია“, - განაცხადა კაკულიამ.

რაც შეეხება პრემიერის გადადგომას, მისი თქმით, არავინ უარყოფს იმ წვლილს, რაც გიორგი კვირიკაშვილს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაში აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური პრობლემების მოგვარების საკითხი.

„მნიშვნელოვანია ასევე ის, თუ რამდენად მოქმედებს ჩვენი რეფორმები ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქ გამოწვევები იყო და ამ გამოწვევების აღიარება უფრო წაადგება ეკონომიკური გუნდის სამომავლო საქმიანობას, რადგან ის იქნება უფრო კონცენტრირებული ძირითადად მიზანზე“, - განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, ახალი პრემიერის შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი გახდება მას შემდეგ რაც გუნდი შეთანხმდება.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პრემიერობის ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა ბახტაძე შესაძლოა იყოს, კაკულიას თქმით, მის ბოლო ინიციატივებს ყოველთვის უჭერდა მხარს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა