დევნილებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში შეჭრა სცადეს

დევნილების ნაწილი, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოსთან აქციას მართავდნენ, სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად შეუშვეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ სამმართველოში შეჭრა სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

დევნილების ნაწილს, ამ წუთებში, სამინისტროს წარმომადგენლები ინდივიდუალურად ხვდებიან.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მურად აბლოთიას თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გაგრძელდება.

"ჩვენ მათ ვხვდებით ინდივიდუალურად. შეხვედრები გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. მოგეხსენებათ, რომ სულ 6000-მდე დევნილს ჰქონდა განაცხადი შემოტანილი, ბინების რაოდენობა იყო 240. აქ მყოფ ადამიანებს არ ეყოთ ქულები. ეს ადამიანები მომავალ წელს აუცილებლად დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით", - განაცხადა მურად აბლოთიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო