ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოები, რის გამოც, 2018 წლის 14 ივნისიდან, 1 ივლისამდე, დილის 09:00სთ-დან, საღამოს 18:00სთ-მდე, პერიოდულად დღეში 4-ჯერ აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა თითო საათით.

კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 09:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე; 12:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე; 14:00სთ-დან 15:00 სთ-მდე და 17:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა