აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი პროკურატურას მიმართავს, მარნეულის მერის და მასთან ერთად ბრალდებული პირების მიმართ პატიმრობა არ გამოიყენოს

აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი საქართველოს პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, ქალაქ მარნეულის მერის და მასთან ერთად ბრალდებული პირების მიმართ არ გამოიყენონ პატიმრობა.

როგორც ჟურნალისტებს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევმა განუცხადა, საჭიროა, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს სხვადასხვა ფაქტორი და ბრალდებულთა მიმართ ნაკლებად მძიმე სადამსჯელო ღონისძიებები გაატაროს.

„მივმართავთ სამართლადმცველებსა და პროკურატურას, დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეცვალოთ ნაკლებად მძიმე სადამსჯელო ღონისძიებებით, გირაოთი ან შინაპატიმრობით. მომხდარი ფაქტის დროს გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ ის, რომ ჩვენ კავკასიელები ვართ და ჩვენთვის მიუღებელია გინება და შეურაცხყოფა. მე მომხდარ ფაქტში ვხედავ კლანების გავლენას“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მათი თხოვნის გათვალისწინება, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი მზად არის დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება. ასევე, ალი ბაბაევი არ გამორიცხავს საპროტესტო აქციებს, როგორც თბილისში, ასევე მარნეულში.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა