მეზობლები თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

მეზობლები თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შესახებ საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა, მამაკაცის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს. მისი თქმით, გამთენიისას დაპირისპირება ორ მამაკაცს შორის მოხდა, რომლებიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და ერთმანეთს არ იცნობდნენ.

ამასთან, მეზობლების თქმით, გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები.

"ამბობენ, რომ ორივე ნასვამები იყვნენ. გარდაცვლილი ჩემი მეზობელი იყო. შემთხვევა დღეს დილით მოხდა, საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს, ამბობენ იჩხუბესო და არ ვიცი, რატომ იჩხუბეს. კამათის ხმაც არ გამიგია",- განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო