სალომე სამადაშვილი - მამუკა ბახტაძის სახელი ასოცირდება მხოლოდ წარუმატებლობასთან

მამუკა ბახტაძის სახელი ასოცირდება მხოლოდ წარუმატებლობასთან, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ მამუკა ბახტაძე დაასახელოს. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ადამიანური რესურსი ქვეყნის სამართავად ამოწურული აქვს.

„მამუკა ბახტაძემ გაკოტრების პირას მიიყვანა „საქართველოს რკინიგზა“. ეს არის ადამიანი, რომლის სახელიც მხოლოდ წარუმატებლობასთან არის დაკავშირებული. თუ რაიმე პირადი მოტივაციით დანიშნავს მას ამ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, ეს იქნება ალბათ, ბოლო წერტილი, საიდანაც დაიწყება ჩამოშლა ივანიშვილის ძალაუფლების“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ადეკვატურია, რომ პრემიერ-მინისტრი გახდეს ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია.

„ამ ქვეყანას რეალურად მართავს ბიძინა ივანიშვილი. ის ჩვენს ქვეყანას მართავდა არაფორმალურად. შემდეგ გადაწყვიტა პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო და ნახევრად ფორმალიზება მოეხდინა საკუთარი როლისთვის. ადეკვატურია, რომ ადამიანი, რომელიც იღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ქვეყანაში, იყოს პრემიერ-მინისტრი. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არის პასუხისმგებელი ყველა იმ პრობლემაზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის შედეგად“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა